LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი” – საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

137

“ნუ მომკლავ – აღასრულე სამართალი”- ამ მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, აქცია გაიმართება, რომელიც სოციალურ ქსელში დააანონსეს.

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს არასწორი მიმართულებით და იკვეთება დამნაშავეებზე ხელის დაფარების ნიშნები, რასაც მოწმობს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის არაერთი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ეძლევიან მისი შვილისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე რეალური დამნაშავეები, რადგან მათ ხელს აფარებს პროკურატურა. გარდა იმისა რომ პროკურატურის მხრიდან მოწმეებზე ხდება ზეწოლა, ისინი გარდაცვლილების მშობლებსაც ადანაშაულებენ საქმისთვის პოლიტიკური ელფერის შეძენაში. ახალგაზრდები არ დავუშვებთ დამნაშავეების დაუსჯელობას და შერჩევით სამართალს. მოგიწოდებთ ყველას, სამშაბათს, 24 აპრილს 11:00 საათზე, მოხვიდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში და ერთად დავდგეთ სამართლიანობის სადარაჯოზე,”- აღნიშნულია განცხადებაში.

აქციის პარალელურად პირველი ინსტანციის სასამართლოში დღეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

პოპულალურები