LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტები პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

138
მარიამ ლამაზი

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც ამ წუთებში პარლამენტთან არიან შეკრებილები “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი რუსთაველიდან თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

სტუდენტების თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ცნობადობა უნდა გაიზარდოს, კერძოდ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მისი მიღება.

„პროპაგანდა არის აგორებული, თითქოს ახალგაზრდებმა” “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე არაფერი იციან და შესაბამისად, არ იციან რას აპროტესტებენ, რაც სინამდვილეში ასე არ არის. ამ კანონით ცდილობენ, წაგვართვან მომავალი. სადაც არის ჩვენი მომავალი, იქ ვიდგებით ჩვენც”,- აცხადებენ სტუდენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები