LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა ბუზალაძე გახდომის საიდუმლოს გვიმხელს – „საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებდი…“

836

ნუცა ბუზალაძე ამ ბოლო დროს ჯანსაღად ცხოვრობს, ვარჯიშობს და საგრძნობლად დაიკლო წონაში. ამ თემაზე მომღერალს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ნუცა:

დიეტითა და ვარჯიშით მოვაღწიე საკმაოდ ნორმალურ შედეგს, დავიკელი სადღაც 7 კილოგრამი. ზუსტად იმიტომ ვერ ვამბობ, რომ არ ვიცი, დაკლებამდე რამდენ კილოს ვიწონიდი. უბრალოდ, ჩემს ხასიათზე ამან ძალიან იმოქმედა. ზოგადად, ჭარბი წონა ადამიანების განწყობაზე ძალიან მოქმედებს და არც მე ვარ გამონაკლისი.

დასასვენებლად გახლდით. როცა თბილისში დავბრუნდი, დედაჩემმა აეროპორტში რომ მნახა, მოგვიანებით მეუბნებოდა, არ გითხარი, მაგრამ ძალიან იყავი გასუქებულიო. მეც ვგრძნობდი, რომ ძალიან მოვიმატე. საერთოდ, როცა დასასვენებლად მივდივარ, ჭამა-სმასაც ვგულისხმობ. სასმელიც ძალიან მასუქებს და ჭამა თავისთავად. 24-საათიანი გრაფიკით ვჭამ ხოლმე. ეს ძალიან დამეტყო და საკუთარ თავს ვეღარ ვუყურებდი. სასწორზეც კი არ დავდექი, რომ არ გამეგო, რამდენი კილო ვიყავი (იცინის).

და ამის შემდეგ გადაწყვიტე დიეტის დაწყება?

დიეტისა და ვარჯიშის ერთად. ივლისში დავბრუნდი და ჯანსაღი კვება მოვიშველიე. თან, ვარჯიშიც დავიწყე. იცი, როგორ ვვარჯიშობ? დარბაზში გიჟებივით რომ შერბიან, ეგ ვარ მე (იღიმის). დაახლოებით ერთი წელიწადი გჭირდება, რომ ვარჯიშმა რეალური შედეგი მოგცეს. მეც ველოდები ამ ერთი წლის გასვლას. მაგრამ გავიზარდე, ფორმები ისედაც შემეცვალა, უფრო მეტად გამომეკვეთა.

ახლა დუკანის დიეტაზე გადავედი. მომწონს თევზეული და ნებისმიერი შეიძლება, ოღონდ შემწვარი არ უნდა მიირთვათ, ასევე იმდენი ქათმის ფილე და კვერცხი მაქვს ნაჭამი, ვეღარ ვითვლი (იცინის). დუკანის დიეტა რძის პროდუქტებსაც მოიცავს, ძალიან მიყვარს იოგურტი… ბოლო ორი წელია, დილას ვიწყებ ნახევარი ლიტრი წყლის მიღებით, 20-30 წუთში კი ვსაუზმობ.

პირად მწვრთნელთან ვარჯიშობ?

თავიდან ერთი თვე მყავდა მწვრთნელი, შემდეგ ყველაფერი ვისწავლე და ახლა თავად ვვარჯიშობ. კიბე მომწონს განსაკუთრებით, სიჩქარესაც თავად არეგულირებ და დაახლოებით ერთი საათი ვვარჯიშობ ხოლმე. მეხუმრებიან, სახლში წაიღე და იქ დაიდგიო (იცინის). ყველაზე დიდ დროს კარდიოვარჯიშებს ვუთმობ, რადგან გახდომა მინდა.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g