ნუცა ბუზალაძე დუბაიში საცხოვრებლად გადავიდა: „სახლს ჩემი გემოვნებით ვაწყობ…“

333371
nuca

ნუცა ბუზალაძე ამჟამად დუბაიში იმყოფება. მომღერალს იქ უკვე სახლი აქვს და დუბაის თეატრში კონცერტებზე გამოდის. ახლახან მან ლეგენდარული ჯგუფის „ჯიფსი ქინგსის“ სოლისტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ არასდროს ეგონა, თუკი მისი საყვარელი ჯგუფის წევრები მისი სიმღერით ისიამოვნებდნენ.

ნუცა ბუზალაძე Gipsy Kings-ის წევრთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: „რას ვიფიქრებდი, თუ თავად მომისმენდნენ…“

ნუცა ბუზალაძე fortuna.ge-ს თავისი ამჟამინდელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.

ნუცა ბუზალაძე დუბაიში თავისი ახალი სახლიდან ვიდეოს აქვეყნებს

„ჯიფსი ქინგსს“ წინა დღეს კონცერტი ჰქონდა დუბაის ოპერაში. მეორე დღეს კი დავპატიჟეთ ჩვენს საღამოზე თეატრში, სადაც თავადაც შეასრულეს ორი სიმღერა. ჩემი სიმღერა რომ მოისმინეს, გაგიჟდნენ, ფეხზე ამდგრები მისმენდნენ და ოვაციები დიდხანს არ გაჩერდა. მას შემდეგ, რაც ვიმღერე, სათითაოდ ყველა ჩამეხუტა, კარგად გავიცანი ისინი, გავცვალეთ კონტაქტები. გადავიღეთ ფოტოები და გავაგრძელეთ საღამო. საოცარი ემოცია მივიღე… ასე მითხრეს, შენს ხმაზე დაგვბურძგლაო. მოკლედ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი საღამო იყო.

ახლახან დუბაიდან გამოაქვეყნე ვიდეო, რომელიც სახლში გაქვს გადაღებული და გამომწერებს ამცნე, რომ ეს შენი სახლია. 

რაც შეეხება სახლს, ვერ გადავდიოდი, რადგან რეზიდენტობა უნდა მქონოდა. ბოლო ერთი თვეა, მივიღე რეზიდენტობა და ახლახან გადავედი სახლში, სადაც მარტო ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ სულ მინდოდა, ეს გამოცდილება მქონოდა და ვფიქრობ, რომ გავიზრდები. სხვადასხვა გამოწვევას უფრო დამოუკიდებლად შევხვდები. წარმოიდგინეთ, ამხელა ქვეყანაში მარტო ვარ, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ აქ ჩემი საუკეთესო დაქალი ცხოვრობს უკვე რვა წელია და ყველაფერში ჩემ გვერდითაა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. ასევე აქ გავიცანი ძალიან კარგი ქართველი, ელენი, ვისთანაც დავმეგობრდი. ჩვენი ელჩი ძალიან კარგი ადამიანია და ისიც გავიცანი. ასევე ვმეგობრობ თამარა მაჭავარიანთან, რომელიც აქ მცხოვრები წარმატებული ქართველია და ხშირად ბევრ ადგილას ერთად დავდივართ.

რა გეგმები გაქვს?

რამადანის შემდეგ მინდა, უფრო მეტი კონცერტი გავმართო, ასევე სიმღერები ჩავწერო.

საქართველოში როდის დაბრუნდები?
ჯერჯერობით ჩამოსვლას არ ვაპირებ, თუ რაიმე კონცერტი არ დავგეგმე. ძალიან მომწონს აქ ყოფნა და სავარაუდოდ, დედაჩემსაც ჩამოვიყვან, მაგრამ ჯერჯერობით მარტო ყოფნა მომწონს (იცინის). დედა რომ ჩემთან არის, ყველაფერს ის მიკეთებს ხოლმე… ჰოდა, ვუთხარი, ცოტა ხანს დაისვენე-მეთქი (იცინის).
აქ თითქოს ყველაფერი ნულიდან დავიწყე, რაც დიდი გამოწვევაა ჩემთვის და დიდ სტიმულს მაძლევს. ხანდახან ჩემები ძალიან მენატრებიან, მაგრამ მერე წარმოვიდგენ ხოლმე, თუ მომინდება, სამ საათში შემიძლია თბილისში ვიყო და მონატრებაც ქრება ხოლმე (იცინის).
დუბაის თეატრთან კონტრაქტი მაქვს. სახლი კი ვიქირავე და ახლა ჩემი გემოვნებით ვაწყობ… ჯერჯერობით, ყველა ჩემი გეგმა აქაურობას უკავშირდება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები