LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუთუ ამდენი შეუგნებელი და დაუნდობელი ადამიანია ჩვენს გარშემო”

476

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში უარყოფითი ინფორმაციის მიღებასა და გადამუშავებაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

მისი თქმით, ადამიანი, რომელსაც ყველაფრი წესრიგში აქვს, სხვისი ტკივილის აღქმისას, იმდენად მწვავე შთაბეჭდილებას იღებს, რომ იძულებული ხდება თავი აარიდოს ნეგატიურ მოვლენებს…

როგორც ფანჯიკიძე წერს, ამას ტრავმის დესენსიტიზაცია ჰქვია, რომლის არასწორი მცდელობაა ბრაზი მსხვერპლის მიმართ…

“მოჭარბებული უარყოფითი ინფორმაციის მიღებისას, ადამიანი დამცავ მექანიზმად რთავს სხვადასხვა რეაქციას, – უარყოფას, თვალის არიდებას, დესენსიტიზაციას…

ტვინის ემოციური ცენტრი პასუხს აგებს თანაგრძნობაზე. ადამიანი, რომელსაც ტვინის ლიმბურ სისტემაში ყველაფერი წესრიგში აქვს, კარგად გამართული თანაგრძნობის უნარის გამო, სხვისი ტკივილის აღქმისას იმდენად მწვავე შთაბეჭდილებას იღებს, რომ იძულებული ხდება პერიოდულად აერიდოს ნეგატიურ მოვლენებს, რომ დაიცვას საკუთარი თავი ტანჯვის შეგრძნებისგან.

 შეიძლება ადამიანმა იშვიათად მოინახულოს ავადმყოფი ახლობელი, არ მოისმინოს საშინელი ამბები, თავი აარიდოს ტრაგიკულ პანაშვიდს…

90-იან წლებში ორი გოგო გააუპატიურეს და მოკლეს. იმდენად მძიმე აღსაქმელი იყო ეს ჩემთვის, დავიწყე კითხვა შოკური მდგომარეობის შესახებ, რამდენად ახდენს შოკი გაუტკივარებას. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მათ სიკვდილის წინ არაფერი სტკიოდათ, წამებას ვერ აღიქვამდნენ და როცა ამაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, ვამბობდი, ” ალბათ შოკში იქნებოდნენ, არ ეტკინებოდათ”. სინამდვილეში ვარწმუნებდი საკუთარ თავს, რომ თავი დამეღწია ტკივილის აუტანელი შეგრძნებისთვის.

ტრავმის დესენსიტიზაციის არასწორი მცდელობაა ბრაზი მსხვერპლის მიმართ: “რა უნდოდა ორსულ ქალს 9 აპრილს მიტინგზე?” “რა უნდოდა პატარა გოგოს დილის 5-ზე გარეთ?” გამოგონილი მიზეზით მსხვერპლზე გაბრაზებით ადამიანი თრგუნავს მის მიმართ თანაგრძნობას და თავს არიდებს ტრაგედიის გააზრებას. არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ, რომ ახლაც დესენსიტიზაციას არ მივმართავ და გადარჩენას არ ვცდილობ ფიქრისგან, – ნუთუ ამდენი შეუგნებელი და დაუნდობელი ადამიანია ჩვენს გარშემო და ვცდილობ მოკლულის მიმართ ზოგიერთი ადამიანის უცნაური კომენტარები რამენაირად ავხსნა”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები