LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი და პოლიცია 14 წლის ტყუპებს ეძებს

64

ოჯახი და პოლიცია 14 წლის ტყუპებს, ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებს, ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. ისინი სახლიდან გუშინწინ გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან.

ნიკა და ლუკა ცანავები ავლაბარში ცხოვრობენ.

“გუშინწინ 12:00 – 13:00 საათზე გავიდნენ სახლიდან სტადიონზე და იმის შემდეგ არ ჩანან. გუშინ დილას მეეზოვეს უთქვამს, რომ ალექსანდროვის ბაღში იჯდა ორი მსგავსი აღწერილობისა და ჩაცმულობის ბავშვი და შემდეგ არაფერი… პოლიცია ეძებს”, – ამბობს დაკარგული ბიჭების ოჯახის წევრი.

ბავშვებს ტელეფონები არ ჰქონდათ.

“რამდენჯერმე უყიდეს კარგავდნენ და ბოლოს არ ჰქონდათ”.

შსს-ში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები