LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდი ხნით – იან კელი

40

აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი, გორის მუნიცპალიტეტის გამგებელთან და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, სოფელ ერგნეთში აგვისტოს ომის მუზეუმს ეწვია.

ოფიციალური დელეგაციის წევრებმა მუზუმში ომგამოვლილი ექსპონატები დაათვალიერეს და ბანერზე „არა ოკაუპაციას“ საკუთარი ხელმოწერებით ოკუპაციასთან დკავშირებით პოზიციები დააფიქსირეს. ომის მუზემში იან კელიმ მედიისათვის განცხადებაც გააკეთა.

„მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა,“ – განაცხადა იან კელიმ.

სოფელ ერგნეთამდე ამერიკის ელჩი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სოფელ დიცში იმყოფებოდა, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ედუარდ რაუპის სახელობის ბიბლიოთეკა და სოფელ დიცში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის კედლებზე გიორგი სოსიაშვილის მიერ აღმოჩენილი, მეცხრე საუკუნით დათარიღებული უძველესი წარწერები დაათვალიერა. აგვისტოს თვეში ამერიკის ელჩი გორის მუნიციპალიტეტს მეორედ ესტუმრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები