LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო სწავლება ძალის გამოყენებით მუქარას წარმოადგენს – საქართველოს საგარეო უწყება

128

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო სწავლება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში აცხადებენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში სათანადო შეფასება მისცა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა. ეს სწავლება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.

ჩვენ რუსეთის ყველა მსგავს პროვოკაციულ ქმედებებზე მყისიერად ვრეაგირებთ და დაუყოვნებლივ ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების, უკანონო მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების საკითხს ასევე მუდმივად ვაყენებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ რუსეთის ფედერაცია მსგავსი ქმედებებით ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას,“ – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები