LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის  ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგორთან ორი ადამიანი დააკავეს

89

ოკუპირებული ცხინვალის  ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგორის პერიმეტრზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს, ორი ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა იგეგმება მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის, განცხადებით, დაკავებულები ახალგორის მცხოვრებლები არ არიან და უცნობია, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე რისთვის გადაადგილდებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები