LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომარ მატინის ცოლი დაიჭირეს, მას ქმრის წაქეზება ბრალდება

87

სან-ფრანცისკოში ომარ მატინის ცოლი დააკავეს, მატინიმ ორლანდოში, გეი კლუბ „პულსში“ 49 ადამიანი მოკლა.

მკვლელის ცოლს, ნურ სალმანს მატინის წაქეზება და დანაშაულში თანამონაწილეობა ბრალდება. სალმანი სასამართლოს წინაშე ორშაბათს უნდა წარდგეს.

პოლიციამ ეჭვმიტანილი გასულ წელს რამდენჯერმე დაკითხა, სამართალდამცველებს ეჭვი ჰქონდათ, რომ მან ქმრის გეგმების შესახებ იცოდა. მედიის ინფორმაციით, ნურ სალმანმა აღიარა პოლიციასთან, რომ ცდილობდა, ქმარი დაერწმუნებინა, კლუბზე თავდასხმა არ განეხორციელებინა.

თავდასხმის შემდეგ ნურ სალმანი საცხოვრებლად სან-ფრანცისკოში გადავიდა.

ორლანდოში გეი-კლუბზე თავდასხმა 12 ივნისს მოხდა. შეიარაღებულმა ომარ მატინმა ცეცხლი გახსნა, მოკლა 49 ადამიანი და დაჭრა 53. მატინი პოლიციამ მოკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები