LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომარ მატინის ცოლმა იცოდა, რომ მისი ქმარი მასობრივ მკვლელობას გეგმავდა

95

ომარ მატინის ცოლმა იცოდა, რომ მისი ქმარი ორლანდოს გეი-კლუბში ადამიანების მოკვლას გეგმავდა, რისგამოც ის, სავარაუდოდ, სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ტელეკომპანია ABC-ს ცნობით, 30 წლის ნურ მატინი ცდილობდა, ქმრისთვის მასობრივი მკვლელობის ჩადენა გადაეფიქრებინა. ამასთან, წყაროები ამბობენ, რომ ქალი ომართან ერთად იყო მაღაზიაშიც, როდესაც მატინმა უდანაშაულო ადამიანების მოსაკლავად ტყვიები იყიდა.

გუშინდელი მონაცემებით, ორლანდოს საავადმყოფოში გადაყვანილი 49 პაციენტიდან 27 კვლავ მკურნალობის კურსს გადის, ექვსი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, მატინმა ორლანდოს გეი-კლუბ Pulse-ში 49 ადამიანი მოკლა, 53 კი დაჭრა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები