LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომი ახლოვდება“, „მოვკვდეთ წამებულებად – ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს“ – რა ხდება ღაზას სექტორში?

623

ისრაელის პოლიციასთან შეტაკებისას ღაზას სექტორში ერთი პალესტინელი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ის შეტაკებისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

ამავდროულად, დაშავებული პალესტინელების რიცხვი 250 ადამიანამდე გაიზარდა.

დემონსტრანტები წვავენ ისრაელის დროშებს და სკანდირებენ „ომი ახლოვდება“, „მოვკვდეთ წამებულებად – ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს“.

გუშინ, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ხანიამ პალესტინელებს ისრაელის წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისკენ მოუწოდა. მოძრაობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ აპირებს.