LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია ხელისუფლებასთან კონსესუსის პირობად პროპორციული სისტემის დაუყოვნებლივ ამოქმედებას ასახელებს

46

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნატქვამია, რომ  ხელისუფლება უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ეს არის მათთვის მთავარი პირობა დიალოგის დასაწყებად.

რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, ოპოზიციური პარტიები მზადყოფნას გამოთქვამენ, ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დაიწყონ.

“თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით. რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, წინამდებარე განცხადებაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამთ ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დასაწყებად,“ – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, მოცემული საკითხებიდან ოპოზიციას უმთავრესად მიაჩნია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად – პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა.

გარდა ამისა,  ოპოზიცია უმნიშვნელოვანეს საკითხად ასახელებს პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიებისგან დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია აქვს, მიზანშეწონილად მიიიჩნევს ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარებას.

განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი საქართველო“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“ და „საქართველოს დემოკრატიული პარტია“.

პოპულალურები