LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი მოგება და ერთი ნაბიჯი წინ: ფიფას რეიტინგში ავიწიეთ

86

საქართველოს ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში კიდევ ერთი საფეხურით წინ წაიწია.

ოქტომბერში, ერთა ლიგაზე მოგებული ორი მატჩის შემდეგ, ჩვენმა გუნდმა 1265 ქულა დააგროვა და 92-ე პოზიციაზე გადავიდა. ჩვენს გუნდს წინა რეიტინგში ასევე ერთადგილიანი წინსვლა ჰქონდა.

რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, აქ ახალი არავინაა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება კი მოხდა: ბელგიის ნაკრები გახდა ერთპიროვნული ლიდერი. წინა რეიტინგში, ეს გუნდი პირველ ადგილს იყოფდა საფრანგეთის ნაკრებთან. გარდა ამისა, მეხუთე და მეექვსე ადგილები გაცვალეს ინგლისმა და ურუგვაიმ.

1(1). ბელგია – 1733
2(1). საფრანგეთი – 1732
3(3). ბრაზილია – 1669
4(4). ხორვატია – 1635
5(6). ინგლისი – 1619
6(5). ურუგვაი – 1617
7(7). პორტუგალია – 1616
8(8). შვეიცარია – 1598
9(9). ესპანეთი – 1594
10(10). დანია – 1584

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები