LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრება

48

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე, დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრება. სასამართლოში საბადრაგო სამსახურის მიერ წარდგენილია წერილი, სადაც აბესაძე აცხადებს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სურს პროცესში მონაწილეობა. თუმცა, მოსამართლის განმარტებით, საბადრაგო სამსახურს განმარტებული აქვს, რომ დოკუმენტს არ ერთვის თან ექიმს მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლოში გადაყვანა არ არის მიზანშეწონილი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. წერილში, ასევე, აღნიშნულოა, რომ აბესაძე თანახმაა, სასამართლო განხილვა ჩატარდეს მისი მონაწილეობის გარეშე და სრულად ენდობა მისი ინტერესების დამცველებს.

ბრალდებულის ამ განცხადების გამო სხდომის გადადებას ითხოვენ მისი ადვოკატები. როგორც ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა აღნიშნეს, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ აბესაძე არ აპირებდა სასამართლოში გამოცხადებას და უცნობია, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ აბესაძის ეს განცხადება არაადეკვატურია, ვინაიდან მან წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სურს, მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში.

გარდა ამისა სისხლის სამართლის საქმეში ჩაერთო ახალი ადვოკატი, რომელმაც აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობით სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ბრალდებული თანახმა მისი ინტერესები აღნიშნულმა ადვოკატმა დაიცვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები