LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება – საქმის არსებითი განხილვა 19 სექტემბერს დაიწყება

40

თბილისის მერიის მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის, წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, არ გაითვალისწინა და კორუფციაში ბრალდებული ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომა ოთარ აბესაძის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დახურულ რეჟიმში წარიმართა. ამის მიზეზად ისინი მოპოვებულ მასალას ასახელებდნენ, რომელიც, დაცვის მხარის თქმით, პერსონალურ ინფორმაციას ასახავს.

ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი უფლებადამცველების განცხადებით, გაუარესებულია. ამ ფაქტმა კი წინასასამართლო სხდომის გადადება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ის პატიმრობაში დატოვეს. საქმის არსებითი განხილვა 19 სექტემბერს დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები