LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ აბესაძეს შესაძლოა, ოპერაცია ჩაუტარდეს

45

ოთარ აბესაძეს შესაძლოა, ოპერაცია ჩაუტარდეს.

განცხადება ამის შესახებ ბესაძის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა, გააკეთა.

მისი თქმით, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. დასკვნიდან გამომდინარე გაირკვევა, გახდება თუ არა საჭირო ქირურგიული ჩარევა.

გელაშვილის თქმით, აბესაძისთვის ჩასატარებელი ოპერაცია საქართველოშიც კეთდება, ამიტომ მისი საზღვარგარეთ გაყვანა არ იგეგმება.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ოთარ აბესაძეს 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი, ოთარ აბესაძე, 12 ივლისს დააკავა.

საბრალდებო დასკვის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი – 3 000 აშშ დოლარი, მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები