LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენას არ მოახდენს – მარია ზახაროვა

140

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე არავითარ გავლენას არ მოახდენს,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, ისევე როგორც ტრაგიკულ ინცინდენტებს, რომლებიც აღნიშნულ მოქალაქეებს შეემთხვათ, არანაირ კავშირში არ არის რუსეთთან, ამიტომ ეს სია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე არავითარ გავლენას არ იქონიებს. ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება კონფრონტაციული და პროვოკაციულია,“ – განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-წევრიანი სია წარუდგინა. აღნიშნული პირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე, ამ დანაშაულთა დაფარვაში არიან ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები