LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰამასის“ წარმომადგენლები რუსეთის დედაქალაქში ჩავიდნენ – ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს ისინი

182
ფორტუნა (26)

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ.

“ასევე შემიძლია ვთქვა და დავადასტურო, რომ მოსკოვში ვიზიტით იმყოფებიან პალესტინის მოძრაობის წარმომადგენლები. რაც შეეხება კონტაქტებს, დამატებით შეგატყობინებთ”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ისრაელი „ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ მიიჩნევს.

„ჰამასის“ მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევა  მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.

“ჰამასი” “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. “ჰამასის” მაღალჩინოსნების ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, – განაცხადა ჰაიატმა.

ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები