LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „მარია ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, ერთი ლოთი ქალია, „ლოთბაზარა“, დაბჟუტურობს რაღაცას“

613
Untitled design (1)

„მარია ზახაროვა რომ დღე და ღამე მთვრალია და ერთი ლოთი ქალია, „ლოთბაზარა“, დაბჟუტურობს რაღაცას და არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს“, – ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელიც მან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

„ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ამბიციური რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია“ – ზახაროვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე 

როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, „ამ ვითარებაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის გავლით, რკინიგზის აღდგენა“.

„ფრენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რკინიგზის ხომ მით უფრო, ფრენების და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ერთი და იგივე სიბრტყე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილს დავუსვამ და თუ მოვახერხე – ფორმატს გააჩნია – მინდა ეს ვკითხო.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის გავლით, ამ ვითარებაში, რკინიგზის აღდგენა. აქ ყველაზე პრინციპული საკითხია, სად იქნება საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი – ენგურზე თუ ფსოუზე.

ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ ენგურზე, ეს ნიშნავს, გვიღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ვითარებაში საერთოდ არაფერი იქნებოდა მისაღები.

ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა რკინიგზის გახსნა მეტ-ნაკლებად მისაღები, თუ ქართული დროშა იქნებოდა ფსოუზე, თუ ფსოუზე იქნებოდა ქართული საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ინტერესების მართლა ღალატი“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისათვის, რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს იმ ამბიციური საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია“.

ხუხაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: „თუ ფსოუზე ეკონომიკური საზღვარი ქართული სამსახურების კონტროლქვეშ არ იქნება, ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას ნიშნავს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები