LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხუხაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: „თუ ფსოუზე ეკონომიკური საზღვარი ქართული სამსახურების კონტროლქვეშ არ იქნება, ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას ნიშნავს“

169
გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმიანება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომელმაც მან ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.

გია ხუხაშვილის თქმით, „თუ ფსოუზე ეკონომიკური საზღვარი ქართული მხარის კონტროლქვეშ არ იქნება, ეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას ნიშნავს“.

„რაც შეეხება აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ზახაროვას განცხადებას – მე, როგორც რკინიგზის ყოფილი დირექტორი, მოგახსენებთ ჩემს აზრს:

„ყველა ღონეს ვხმარობთ იმ ამბიციური რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია“ – ზახაროვა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე

სომხური მედიის ინფორმაციით, შეკითხვა შეეხებოდა იმას, ართულებს თუ არა ამ პროცესს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მზაობა, გახსნას კავშირი ქართულ მხარესთან.

თავი რომ დავანებოთ დღევანდელი გლობალური რისკის ფარგლებში არსებულ რისკებს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების კონტექსტში, აქ დგება მთავარი კითხვა – სად გადის ეკონომიკური საზღვარი – ფსოუზე, თუ ენგურზე?

თუ ფსოუზე ეკონომიკური საზღვარი არ იქნება შესაბამისი ქართული სამსახურების კონტროლქვეშ, საბაჟო პროცედურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ირიბ აღიარებას..“ – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

რაც შეეხება აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ზახაროვას განცხადებას – მე, როგორც…

Posted by Gia Khukhashvili on ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, რუსეთსა და სომხეთს შორის ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს იმ ამბიციური საგზაო რუკის განსახორციელებლად, რომელიც დასახულია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g