LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა

35

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.

“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის, თქმით, ორმა ქალბატონმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.

დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და ქვედა კიდურების არეში, ჭრილობები არ იყო  შემავალი. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადეს კლინიკაში.

ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები