LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების მიზეზი, ადგილობრივებს შორის კონფლიქტი გახდა

1226

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო კონფლიქტი. სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა.

სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები