LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს

50

პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ჯანდაცვის კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში 16 ოქტომბრის ჩათვლით არის დაგეგმილი, რის შემდეგაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები