LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომ პასუხები გაეცეს სხვადასხვა თემას – თამარ ჩუგოშვილი

96

პარლამენტის ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის, განცხადებით, რაც უფრო ხშირად იქნებიან წარმოდგენილები მინისტრები პარლამენტში, უფრო კარგია თავად სამინისტროსა და, ასევე, პარლამენტისთვის.

ასე უპასუხა პარლამენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, ჟურნალისტებს ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.

ჩუგოშვილის თქმით,  პარლამენტი არის ძალიან კარგი პლატფორმა, რომ პასუხები გაეცეს სხვადასხვა თემას, რომელზეც კითხვები შეიძლება, არსებობდეს.

როგორც ჩუგოშვილი ამბობს, ამ საქმესთან დაკავშირებით არავის არაფერი აქვს დასამალი და პარლამენტში მოსვლა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები