LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ

70

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

სხდომა პირველ საათზე დაიწყება.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულად განხილვა მისთვის მიუღებელია.

„მიუხედავად იმისა, რომ რეალურად პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა საქართველოს პარლამენტს, შეიკრიბება პარლამენტი და განიხილება ახალი დოკუმენტი – კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის კანონპროექტი, რომელიც ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მართველობის სისტემას აყალიბებს და სამართლებრივ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაშია. დღევანდელ კონსტიტუციასა და ახალ ცვლილებებს შორის განსხვავება ძალიან მარტივია. დღევანდელი კონსტიტუცია ავტოკრატიის ჩამოყალიბების შესანიშნავ საშუალებას იძლევა და ეს იყო თავის დროზე ამ კონსტიტუციის შექმნის მიზანი. რაც შეეხება ახალ დოკუმენტს – იგი მთლიანად გამორიცხავს ავტოკრატიას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, ბოლომდე მივიყვანოთ ეს პროცესი და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.