LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიული დირექტივების მიხედვით ნუ გადაწყვეტთ, დებატების როგორი ფორმატი უნდა იყოს – ალეკო ელისაშვილი

90

„ჩვენ ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობთ, პარტიული დირექტივების მიხედვით და „ქართული ოცნების“ შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, დებატების როგორი ფორმატი უნდა იყოს,“ – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, არჩილ თალაკვაძის საპასუხოდ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ელისაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, მის შეთავაზებას, ნებისმიერ მედიასაშუალებაში პირისპირ დებატებში მიიღოს მონაწილეობა, გაურბის.

„ქართული ოცნება“ და კახა კალაძე გაურბიან ჩემს წინადადებას და ახლა ცდილობენ, დებატებიდან ეს გაქცევა  გააპრავონ. ამისთვის კი სხვადასხვა მიზეზს იგონებენ. ახლა მედიას თავს ახვევენ გაურკვეველ ფორმატს, აბსოლუტურ აჯაფსანდალს, რომ ყველა ერთად შეგროვდეს, ჟურნალისტიან-კანდიდატიან-მხარდამჭერიანად. სიმართლე გითხრათ, მე ამაზეც თანახმა ვარ, არც ეს აჯაფსანდალია ჩემთვის დიდი პრობლემა, მაგრამ მე მსურს, მივართო ტელევიზიებს, ჩვენ ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობთ, პარტიული დირექტივების მიხედვით და „ქართული ოცნების“ შტაბის დირექტივებით ნუ გადაწყვეტთ, როგორი ფორმატი უნდა იყოს, ტელევიზიებმა თავად განსაზღვრეთ დებატების ფორმატები,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ის მზადაა, ნებისმიერი არხის მიერ გადაწყვეტილ ფორმატში პირისპირ დაჯდეს კახა კალაძესთან დებატებში.

პოპულალურები