LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარძლები ჭიათურის ქუჩებში – ქორწინების წახალისებისთვის რეგიონს 70 საქორწილო კაბა აჩუქეს

680

ზემო იმერეთში, ჭიათურაში, დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში ღონისძიება “მთა და ქორწინება” გაიმართა.

ცნობილი სააგენტოების მოდელებმა და ჟურნალისტებმა, საქორწილო კაბებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ღია ჩვენება გამართეს.

ღონისძიების მიზანი, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწირებაა. თამარ ჩიბურდანიძის თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჭიათურაში.

“ყველაზე ლამაზი სცენაზე ამოსული ხანდაზმული წყვილები იყვნენ, რომლებიც 50 წელი ერთად ცხოვრობენ. ახალ დაქორწინებულმა წყვილებმა კი პირობა დადეს, რომ მინიმუმ 3 შვილს გაუჩენენ ქვეყანას”, – წერს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

როგორც “ფორტუნას” მარიგოლდის დამფუძნებელმა თამარ ნადირაძემ განუცხადა, მათი კომპანია ამ პროექტში პირველი დღეებიდანვე ჩაერთო.

მარიგოლდმა ბიზნესმენ ნანა ნოზაძესთან ერთად, ჭიათურას ამ ფორუმის ფარგლებში საჩუქარიც გაუკეთა. 70 საქორწილო კაბა, რიტუალების სასახლეს აჩუქა. კაბები, სანამ საკმარისი იქნება, პატარძლებს მაკიაჟთან და ვარცხნილობასთან ერთად, საჩუქრად გადაეცემათ.

“ძალიან ცუდი მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით. ყველამ თავისი წილი საქმე უნდა გააკეთოს ამ მხრივ. “მარიგოლდი” პირველივე დღიდან ჩართულია პროექტში და მხარს უჭერს მის შინაარსს

ჩვენ ბიზნესმენ ნანა ნოზაძესთან ერთად, კაბებს საჩუქრად გადავცემთ ჭიათურას, რადგან ადგილობრივმა ხელმოკლე ოჯახებმა შეძლონ მათი გამოყენება”, – განაცხადა თამარ ნადირაძემ “ფორტუნასთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები