LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი.. დღეს თვალებაკერილი აღარავის ვჭირდები?!“ – მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა, პრემიერს მიმართავს

185
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და მათი პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს.

„არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ და ეს ხალხი, სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება..“ – მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა 

გიორგი კუპატაძე დღეს ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა და საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე პროტესტს შეუერთდა.

პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო: „უკვე ჩამოვიდა და ჩვენთან არის გიორგი კუპატაძე“

ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელი კლინიკაში გადაიყვანეს

ვიდეომასალა სოციალურ ქსელში, „მაღაროელის“ გვერდზე ვრცელდება.

„ბატონმა ღარიბაშვილმა ჩაგვხედოს თვალებში, თხოვნაა, გაითვალისწინოს თითოეული მაღაროელი.. იმხელა პროდუქციას ვქმნით და იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენი ზურგით, ხელებით, აგერ არის ფაქტი, 17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი, დღეს თვალებაკერილი აღარავის ვჭირდები?! არა, მე კიდე საჭირო ვარ ყველასთვის.

 

 

“…დღეს თვალებაკერილი აღარავის ვჭირდები?!” | მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა

“17 ნაკერი მადევს, ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი… დღეს თვალებაკერილი აღარავის ვჭირდები?!” | მაღაროელი, რომელმაც თვალები ამოიკერა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2023

 

 

ამიტომ ჩამოვედი აქ, ბიჭები მეტად გავაძლიერო, გვერდში დავუდგე. ყველაფერს გავაკეთებ მე, გიორგი კუპატაძე, სულ რომ დავიღუპო, იმისთვის, რომ ესენი იყვნენ კარგად“, – ამბობს გიორგი კუპატაძე.

VIDEO: გაჩერებულ მაღაროს თანამშრომლებს ვუხდიდით ხელფასს, რაც ჯამში, 6 მილიონს შეადგენდა – „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი

ჭიათურაში მაღაროელთა აქცია 6 ივნისიდან მიმდინარეობს. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა

აქციის მონაწილეებს ქალაქის მერიის შენობასთან კარავი აქვთ გაშლილი.

14-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ კი, მაღაროელთა ნაწილი და მათი მხარდამჭერები თბილისში ჩამოვიდნენ და საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყეს აქციები. პარლამენტთან კარვებია გაშლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები