LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VIDEO: გაჩერებულ მაღაროს თანამშრომლებს ვუხდიდით ხელფასს, რაც ჯამში, 6 მილიონს შეადგენდა – „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორი

232
manganez

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მაღაროელების მხრიდან, ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ.

„ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ჩიხური სიტუაციიდან გამოვიდეთ. მიმაჩნია, რომ, უპირველესად, ჩვენ შორის ნდობა უნდა იყოს და ვთვლი, რომ აქციის მონაწილეთა გონიერება მიგვიყვანს სწორ გამოსავლამდე. კომპანიის მხრიდან, შეთავაზებულ იქნა კონკრეტული წინადადებები. მათი მხრიდან დასმული იყო ხელფასების მატების საკითხი, ჯერ 40 პროცენტით, შემდეგ – 20 პროცენტით. არანაირ ლოგიკას ეს დაქვემდებარებული არ იყო“, – განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ „TV პალიტრანიუსის“ პირდაპირ ეთერში.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, როცა ახალი მენეჯმენტი, ოთხი წლის წინათ, მივიდა კომპანიის მართვაში, ყველაფერი გაკეთდა სწორედ იმისთვის, რათა დასრულებულიყო გაფიცვები.

„2022 წლის პირველი იანვრიდან განვახორციელეთ ხელფასების მატება 9,6 პროცენტით, ხოლო 2023 წლიდან , მიუხედავად კრიზისისა, ისევ განვახორციელეთ ხელფასების 5 პროცენტიანი მატება.

მიუხედავად იმისა, რომ იძულებული ვიყავით, ჭიათურაში, მაღარო გაგვეჩერებინა ზარალიანობისა და კრიზისის გამო, ხელფასებს მაინც ვიხდიდით. რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 6 მილიონ ლარს.

დღეს კომპანიის ზარალი დაახლოებით 12 მილიონია, თანამშრომლებისთვის ხელფასის კიდევ 15 პროცენტით მომატება კი გულისხმობს დამატებით 10 მილიონი დოლარის გამოყოფას“, – განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს რამდენიმე მთავარი საკითხი აქვთ დასახელებული.

შეგახსენებთ, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

 

ლაშა თუთბერიძე პალიტრანიუსის ეთერში

ჯორჯიან მანგანეზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ ჭიათურის საწარმოებში მიმდინარე კრიზისის შესახებ TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews-ის ეთერში ისაუბრა.

Posted by ჯორჯიან მანგანეზი – Georgian Manganese on Tuesday, 20 June 2023

 

 

მსგავსი თემები:

პარლამენტის წინ ოთხმა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო: „უკვე ჩამოვიდა და ჩვენთან არის გიორგი კუპატაძე“

„არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“ და ეს ხალხი, სანამ ჩვენი პრობლემები არ მოგვარდება..“ – მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა 

„მკურნალობას არ თანხმდება“ – ჭიათურელმა მაღაროელმა, რომელმაც თვალები ამოიკერა, შესაძლოა, პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გააგრძელოს

magti 5g