LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი თავს კარგად გრძნობს

75

ბერლინის კლინიკის ქირურგის, მარტინ შტრიკის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

ამის შესახებ შტრიკმა ქართველ ჟურნალისტებს ოპერაციის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„ოპერაციამ კარგად ჩაიარა. პაციენტი კარგად გრძნობს თავს“, – განაცხადა მარტინ შტრიკმა.

 

 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ 9 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი ბერლინში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები