LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში მორიგი ვიზიტი 20 მაისამდე შედგება

88

“პატრიოტთა ალიანსი” მოსკოვში გასამგზავრებლად ემზადება. მორიგი ვიზიტ 20 მაისამდე გეგმავს. პარტიის წევრთა დელეგაციაში იქნება ადა მარშანიაც. მისი თქმით, შესაძლოა, დუმას დეპუტატებთან პირველი შეხვედრა 17 ან 18 მაისს შედგეს.

ადა მარშანია ამბობს, რომ შეხვედრაზე ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ და სხვა საკითხებზე მსჯელობას გეგმავენ. დეპუტატის თქმით, დღის წესრიგში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხსაც დააყენებენ.

“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში, გასული წლის 11 ივლისს დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველო-ნატო-რუსეთის ურთიერთობის სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები