LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Paul Van Dyk  და სხვა მნიშვნელოვანი ვარსკვლავები GEM fest-ზე!!!

49

დღეს, 27 თებერვალს, „Gem-Fest“-ის დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ პრესკონფერენცია გამართა და „GEM-fest“ 2016-ის Line-up-ის მეორე ნაწილი გამოაცხადა.

ამ ეტაპზე,ფესტივალის Line-up-ის მხოლოდ 30% გახმაურდა და უკვე ცნობილია, რომ 11-14 აგვისტომდე, ანაკლიას არაერთი ლეგენდარული არტისტიეწვევა. წელს, GEM-fest-ზე სხვა მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, ტრანს მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, გრემის მფლობელი,გერმანელი დიჯეი Paul Van Dyk დაუკრავს. Paul Van Dyk “Dj Magazines” გამოკითხვის მიხედვით ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო დიჯეიდ მსოფლიო მასშტაბით. 2003 წელს მისი ალბომი, „Reflections“ გრემიზე იქნა ნომინირებული,როგორც Thebest dance/electronica album.Paul Van Dyk გრემის მფლობელი2008 წელს კრისტოფერ ნოლანის ფილმის, „ბნელი რაინდის“ საუნდტრეკის ალბომისთვის გახდა.

ანაკლიას ზაფხულში, Paul Van Dyk-თან ერთად,დუო ტრანს მუსიკის სამყაროში აღიარებული „Cosmic Gate“ ეწვევა. დინამიკური და ენერგიული მუსიკით გამორჩეული „Cosmic Gate“ უკვე სამარკო ნიშანია, რაც   DJ Mag-ის გამოკითხვებზეც აისახა,სადაც ისინი ტრანს დიჯეებში წამყვან პოზიციებს იკავებენ .“Cosmic Gate“ უკრავს ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა: Tomorrowland, Ultra Europe, Global Gathering, SW4, Creamfields.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი David August იქნება, რომელიც საქართველოს ამჯერად უპრეცედენტო პროექტით ეწვევა. Resident Advisor-ის გამოკითხვით 2014-2015 წლების საუკეთესო ლაივების ავტორი დიჯეი GEM-fest-ზე ორკესტრთან ერთად დაუკრავს. David August-ის და მისი ბენდის ლაივ კონცერტები ევროპის სცენებზე ყველაზე მოთხოვნადი პროექტია.

დღეს,პრესკონფერენციაზე,Line up-ის ვარსკვლავების დასახელების გარდა,„ჯემ ფესტ“ 2016-თვის მოხალისეების რეგისტრაცია გამოცხადდა  და ღამისგასათევი ადგილების წინასწარი გაყიდვებიც დაწყო, კარვების სახით. პირველ ეტაპზე კარვებში დასარჩენი ადგილები eventer.ge – ზე გაიყიდება და მისი ღირებულება მხოლოდ 20 ლარი იქნება.

GEM Fest-მა, ელექტრონული მუსიკის მსოფლიო საფესტივალო რუკაზე უკვე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი და მისი მიზანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებადა საქართველოს, როგორც რეგიონის, გართობის (Clubbing-ის) ცენტრად, ასევე ანაკლიის, როგორც შავი ზღვის საზაფხულო, ახალგაზრდულ კურორტად ქცევაა.

2
5

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები