LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სიგუა: „მიხეილ სააკაშვილი არის 55 წლის ერთი ჩვეულებრივი ლოთი!..“

4862
siguamisha

„ჯემფესტის“ ორგანიზატორი, გიორგი სიგუა, რომელიც ამჟამად კოლუმბიაში იმყოფება, ლაივჩართვაში მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და მას ლოთს უწოდებს.

გიორგი სიგუა:

„ბოდიშს ვიხდი რა, დიახაც, ვაპირებ, გულახდილად ვილაპარაკო. მე რომ მეკითხებით, კომენტარებში და პირადში რომ მწერთ, მობილიზაცია რატომ არ მოაწყვე, ქართველები რატომ არ ჩამოიყვანე და სარფი რატომ არ შემოანგრიეო, რომელი ეკითხებით ერთი სააკაშვილს, დიდის ამბით რომ მოაწყვეთ ეს „ერთად სახლში“ და ვკრებდით ემიგრანტებს, თვითონ რატომ არ ჩამოვიდა სააკაშვილი? რომ ჩამოვიდა უკრაინაში, უკრაინის პასპორტი რომ ჩაიდო ჯიბეში და ვკითხე, სახლში როდის მივდივართ-მეთქი, და მიპასუხა, სახლში ვარ მე, უკრაინელი ვარო. ახლაც დადის და ამბობს, უკრაინელი ვარო. ან რისი ჩამომსვლელია, ან რისი გამკეთებელია, ან რისი წამომყოლია. თქვენ ეს სააკაშვილი ის ხომ არ გგონიათ, დასაკარგი რომ არ ჰქონდა არაფერი, პარლამენტში რომ შევარდა და რევოლუცია რომ მოაწყო 17 წლის წინ? იმას ხომ არ ადარებთ დღევანდელ სააკაშვილს? ის იყო ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც ჰქონდა ძალა და ენერგია და რაც მთავარია, დასაკარგი არაფერი ჰქონდა. დღეს არის 55 წლის ერთი ჩვეულებრივი ლოთი. დიახ, ბატონო, მიხეილ სააკაშვილი არის ლოთი! ძალიან მწყდება გული, ამას რომ ვამბობ, მაგრამ აღარ შემიძლია, ეს უნდა იცოდეთ!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები