LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გადაკეტვას საცობები არ გამოუწვევია – მერია

134

თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, ინფორმაციას თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში, ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

„პეკინის გამზირზე მოძრაობის შეზღუდვიდან დღეს პირველი სამუშაო დღეა, შესაბამისად, მოლოდინი იყო, რომ შეფერხებები იქნებოდა, თუმცა შეზღუდვებს მნიშვნელოვანი გართულება არ მოყოლია“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს ვიდეომასალასაც, სადაც ჩანს, რომ საბურთალოზე დღეს საავტომობილო საცობები არ ყოფილა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები