LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიის გაზრდის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ – დავით სერგეენკო

64

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხები გაიწერება მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიისთვის და გაიზრდება თუ არა პენსია.

“პენსიებს და მთლიანობაში ქვეყნის ბიუჯეტს რაც შეეხება, აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობაა, რომ მოამზადოს წინასწარი დოკუმენტი და დაამტკიცოს პარლამენტმა. პარლამენტი არის ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები, პარლამენტში იქნება მსჯელობა ამ საკითხზე და მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რაც არსებული რესურსების ფარგლებში იქნება ოპტიმალური ქვეყნისათვის, მათ შორის პენსიის მიმართულებით. მთავრობაში კონკრეტული მსჯელობაა ბიუჯეტის ყველა პარამეტრზე და ახლაც მთავრობის სხდომის მერე ერთ საათზე მეტ ხნიანი შეხვედრა მიეძღვნა ბიუჯეტის პროექტის წინასწარი პარამეტრების განხილვას, რომელიც 3 ნოემბერს იქნება წარდგენილი ფინანსთა მინისტრის მიერ პარლამენტში და პარლამენტი იმსჯელებს ამაზე”,- განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე განმარტა, რომ მინისტრთა კაბინეტი არის აღმასრულებელი ხელისუფლება, ხოლო პარლამენტი არის საკანონმდებლო ხელისუფლება.

“ჩვენ ვასრულებთ იმ კანონებს რომელსაც პარლამენტი მიიღებს მათ შორის კანონს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები