LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერუს მსოფლიოდან აგდებენ: იტალიას უაზრო იმედი გაუჩნდა

85

პერუს ნაკრები, შესაძლოა, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რიგებიდან გარიცხონ, – წერს სამხრეთამერიკული პრესა.

ამის მიზეზი გახდა კანონი, რომლის მიხედვითაც პერუს ფეხბურთის ფედერაცია, ნაწილობრივ, ქვეყნის მთავრობისადმი დაქვემდებარებული ორგანიზაცია ხდება. ფიფაში საფეხბურთო საქმეებში სახელმწიფოს ჩარევას ყოველთვის მკაცრად უყურებდნენ.

ეს ამბავი იტალიურმა პრესამ აიტაცა და დაწერა, რომ პერუელთა გარიცხვის შემთხვევაში, მათ ადგილს იტალიის ნაკრები დაიკავებს. ამგვარი ცვლილების მიზეზი მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირზე პერუმ მეხუთე ადგილი დაიკავა და საკონტინენტთაშორისო პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელშიც ორი მატჩის ჯამში 2:0 მოუგო ახალ ზელანდიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები