LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიონჩანგის მთავარ სტადიონს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დაანგრევენ

36

ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარ სტადიონს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დემონტაჟი ელის.

დღეს სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში ზამთრის ოლიმპიადა საზეიმო ვითარებაში გაიხსნება და 25 თებერვლამდე გასტანს. მარტში კი პარალიმპიური თამაშები გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც პიონჩანგის მთავარი ოლიმპიური სტადიონის დემონტაჟი მოხდება.

ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს თავიდან თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალის უახლოესი ქალაქის სტადიონზე ჩატარება სურდა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის გამო უკან დაიხიეს და პიონჩანგში ახალი სტადიონი აშენდა, რომელიც 35 000 მაყურებელს იტევს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, თამაშების შემდეგ სტადიონის საჭიროებას ქალაქის ხელმძღვანელობა ვერ ხედავს, ამიტომაც იგი დემონტაჟს დაექვემდებარება.

ოლიმპიადების ისტორიაში არცთუ ხშირად აშენებდნენ სტადიონებს მხოლოდ კონკრეტული სპორტული ღონისძიებისათვის. ეს მოხდა 1992 წელს ალბერვილში და 2014 წელს სოჭში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები