LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა (ვიდეო)

71

ზამთრის 23-ე ოლიმპიური თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.
ცერემონია ულამაზესი გამოვიდა, ორგანიზატორებმა უდაოდ მშვენიერი და დაუვიწყარი შოუ შეთავაზეს მილიარდობით მაყურებელს.

წლევანდელ ოლიმპიადას დევიზად მშვიდობის თემა გასდევს.

აღსანიშნავია, რომ როგორც მეტეოროლოგები ვარაუდობენ, ეს იქნება ყველაზე ცივი ოლიმპიადა, რომელიც ოდესმე გამართულა.

ორგანიზატორები მაყურებლებს სკამებზე თბილ დასაფენებს, პლედებსა და გათბობის სხვა საშუალებებს სთავაზობენ, რადგან პიონჩანგში ტემპერატურა შესაძლოა -25 გრადუსამდე დაეცეს. ეს 14 გრადუსით უფრო დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე 1994 წელს, ნორვეგიის ლილეჰამერში დაფიქსირდა.

ტურნირები ორ სხვადასხვა ადგილას იმართება. ესენია სამთო-სათხილამურო კურორტი ალპენსია და ზღვისპირა განგნუნგი, სადაც ძირითადად გადახურული სპორტული დარბაზებია.

ოლიმპიური სტადიონი, რომელზეც დღეს გახსნა გაიმართა, ალპენსიაში მდებარეობს. არენა გადახურული არ არის და საზეიმო ცერემონიის დროს -5 გრადუსი იყო. ეს საგრძნობლად განსხვავდება სოჭის კლიმატისგან, სადაც 4 წლის წინ 20 გრადუსი სითბო დაფიქსირდა, რის გამოც სოჭი 2014 ყველა დროის ყველაზე თბილ ზამთრის ოლიმპიადად მოინათლა.

 

ჩრდილოეთ კორეა სამხრეთში ჩავიდა

აღსანიშნავია, რომ კორეის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის სადემარკაციო ხაზი ორასმა ჩრდილოკორეელმა გულშემატკივარმა ქალმა გადაკვეთა.

ოლიმპიადის დროს ორ კორეას შორის ასეთი ახლო კონტაქტი პოლიტოლოგების მიერ აღიქმება, როგორც ქვეყნებს შორის უკიდურესად ცივი ურთიერთობების დათბობის აშკარა ნიშანი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გულშემატკივრები უმკაცრესი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. შეისწავლეს თითოეული მათგანის ოჯახური წარმომავლობა, შეხედულებები, უნარები და კორეის მუშათა პარტიის მიმართ ერთგულების ხარისხი.

გულშემატკივრებისა და ოფიციალური პირების გარდა ფხენიანმა სამხრეთ კორეაში ერთი ორკესტრიც გააგზავნა. მუსიკალურ კოლექტივს პიონჩანგში ორი გამოსვლა აქვს დაგეგმილი.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის სპორტულ დელეგაციას, ის 46 ადამიანისგან შედგება და მათ შორის არის 22 ქალი ჰოკეისტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები