LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად ამიერკავკასიაში – ქართულ კომპანიას ახალი პოლიგრაფიული საბეჭდი დანადგარი აქვს

183

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანიამ „უვ პრინტი“ ახალი პოლიგრაფიული საბეჭდი მანქანა-დანადგარი შეიძინა, რომლის ანალოგი არათუ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში არ არსებობს.

შპს „უვ პრინტის“ საქმიანობის სფეროს ფართო ფორმატიანი ბეჭდვა წარმოადგენს. ზემოთ ხსენებული დანადგარის მეშვეობით კი კომპანია შეძლებს, ულტრაიისფერი და თეთრი საღებავებით ბეჭდვას ნებისმიერი ფერის ზედაპირზე, როგორიცაა: ქაღალდი, მუყაო, პოლიმერული ფირი, მინა, ლამინატი, ალუმინი და ა.შ. ამასთანავე, აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით, შემცირდება საღებავის 20-25%-ის მოხმარება, ხოლო ბეჭდვის წარმადობა საათში 104 კვ.მ-მდე გაიზრდება. კომპანიის მიერ წარმოებული ნაბეჭდი პროდუქცია გამოიყენება ინტერიერისა და ექსტერიერის გასაფორმებლად გამიზნული სხვადასხვა სარეკლამო თუ დეკორატიული დეტალების დასამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ჯამურად  15 ადამიანია დასაქმებული და წლიურად 360 000 ლარის პროდუქციას აწარმოებს. სამომავლოდ, კი  პროდუქციის – საერთაშორისო ბაზარზე, კერძოდ კი აზერბაიჯანსა და სომხეთში გატანას გეგმავს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, 25-ის მიმდებარედ მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართელოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 530 000 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები