LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ადამიანი, რომელიც მარსზე გაემზგავრება, ქალი უნდა იყოს

488

NASA-ს უფროსმა ინჟინერმა განაცხადა, რომ პირველი ადამიანი, რომელიც მარსზე ფეხს დაადგამს ქალი უნდა იყოს.

ელისონ მაქინთაირი, რომელიც ასტრონავტების სასწავლო ცენტრის ტრენერია, ამბობს, რომ თორმეტივე ადამიანი, რომელმაც მთვარეზე გაიარა, კაცი იყო.

უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც რუსეთმა პირველი ქალი გაუშვა კოსმოსში და 40 წელი, მას შემდეგ, რაც ნასამ პირველი ასტრონავტი ქალი აიყვანა.

მაგრამ მთვარეზე ფეხი, ამ დრომდე, არც ერთ ქალს არ დაუდგამს და ქალები, მეცნიერებისა და ინჟინერიის სფეროში კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილები.

ელისონი დაახლოებით, 30 წელია რაც “ნასა”- ში მუშაობს.

“ჩემი ცენტრის დირექტორი ქალია, ჩემი დივიზიონის ყოფილი ხელმძღვანელი ქალი იყო, გვყავს ქალი ასტრონავტები, თუმცა მთვარეზე არც ერთი არ გაგვიშვია. ვფიქრობ, პირველი ადამიანი, რომელიც მარსზე გაივლის, ქალი უნდა იყოს”, – განაცხადა ელისონმა.

“ნასა”–ს ასტრონავტმა კარენ ნიბერგმა ISS-ის ხომალდზე, კოსმოსში 6 თვე გაატარა:

“როდესაც, 2000 წელს ასტრონავტად შემარჩიეს, მაშინ ვიფიქრე, რომ რეალური შესაძლებლობა მქონდა, მთვარეზე წავსულიყავი, თუმცა, ამ დრომდე ვერც მე და ვერც სხვა ქალები, მთვარეზე ვერ მოხვდნენ.

ძალიან დიდი დრო, ბევრი ძალისხმევა და უამრავი ფულია იმისთვის საჭირო რომ ეს მოხდეს. თუმცა, ეს აუცილებლად მოხდება

მაგრამ თუ ვინმე მკითხავს წახვალ თუ არა მარსზე, ვეტყვი, რომ “არა, მე რვა წლის ბიჭი მყავს”

 

ეს საცდელი ხომალდია, რომლითაც ასტრონავტებს ამზადებენ, და რომელიც ოდესმე, მარსზე გვამოგზაურებს

თუმცა, კავეა მენიაპუ, რომელმაც მისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ასტრონავტობას დაუთმო, ამბობს, რომ ის დიდი სიამოვნებით იქნებოდა, ერთ-ერთი პირველი მოხალისე, რომელიც მარსზე გაემგზავრებოდა.

“სწავლის პერიოდში 70 ინჟინერში, ერთადერთი ქალი ვიყავი. ამას არ შევუშინებივარ მანამდე, სანამ აბაზანის გამოყენება არ დამჭირდა, ასევე მანამ, სანამ არ დავინახე რომ მამაკაცების დასასვენებელ ოთახთან დიდი რიგი იდგა, ქალების ოთახთან კი მე მარტო ვიყავი.

შესანიშნავი იქნება, თუ მარსზე პირველი ქალი გაემგზავრება”,– განაცხადა მან.

ფრენების დირექტორი ემილი ნელსონი, ამბობს, რომ ქალებმა ძალიან დიდი დრო გაატარეს სამუშაო მაგიდებთან და ძალიან შეზღუდული დროით მიემგზავრებოდნენ კოსმოსში.

“ამ დროში ჩვენ გავაუმჯობესეთ ტექნოლოგიები, შევქმენით ახალი შესაძლებლობები იმისთვის, რომ კოსმოსში უფრო დიდხანს გავჩერდეთ”, – განაცხდა მან BBC რადიოსთან.

რაც უფრო მარტივდება ადამიანის კოსმოსში გასვლა, მით მეტად აქტუალური ხდება საკითხი, შეძლებენ თუ არა ისინი საკვების მოყვანას ამ უცხო სივრცეში.

გიოია მასა სწორედ ამ საკითხზე მუშაობს. ის კოსმოსში მცენარეების გაზრდის სხვადასხვა მეთოდს იგონებს. გიოია ხელოვნურ ნიადაგს იყენებს, რომელიც მარსის ზედაპირის მსგავსია.

მისი თქმით, ის ხშირად ყოფილა ოთახში, სადაც ერთადერთი ქალია.

“დისკრიმინაცია რომც ყოფილიყო, ვერ შევამჩნევდი, რადგან ჩემს “მეცნიერულ სამყაროში” ვცხოვრობ და სხვა არაფერი მადარდებს”, –განაცხადა მან.

მისტი სნოპოვსკიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალი ერის შექმნაში.

ის, ელონ მასკისა და ნასას თანამშრომლობაშია ჩართული და ასტრონავტებს კოსმოსში გამგზავრებისთვის ამზადებს.

პირველ სამსახურში, ის 200 კაცში ერთადერთი ქალი იყო.

“მე უფრო მეტი მუშაობა მჭირდებოდა იმისთვის, რომ დამემტკიცებინა, ჩემი შესაძლებლობები.

ახლა მომწონს, რომ ქალები უფრო მეტად ერთვებიან მეცნიერებაში. ამაში “ნასა”-ს დიდი წვლილი მიუძღვის”, – ამბობს ის.

თუმცა, თუ უახლოეს წლებში, მთვარეზე ან მარსზე, ქალი გაემგზავრება ეს მისტი არ იქნება.

“ჩემთვის გადაადგილება დიდ მანძილზე ძალიან რთულია. მე ვარ ადამიანი, რომელიც მთვარეზე გასაფრენად მოგამზადებთ, თუმცა თავად ვერ წავალ იქ”, – განაცხადა მისტიმ.

 

თამთა უთურგაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები