LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

119

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017- 2018  სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი:  2017 წლის 10 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

  • რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში
  • რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში

I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში, 2017  წლის 25 აპრილიდან  5 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2017 წლის 8 მაისიდან  – 1 ივნისის ჩათვლით. 

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2017 წლის 2 ივნისიდან  15 ივნისის  ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში,რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

 

III ეტაპი: 2017 წლის 19 ივნისიდან – 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.
კერძო სკოლის პირველ კლასში, მოსწავლის რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა – 2017 წლის 10 აპრილიდან – 30 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება კერძო სკოლის მიერ.  

2017-2018 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

2017-2018  სასწავლო წელი  დაიწყება 15 სექტემბერს.

პოპულალურები