LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეზია პარლამენტის სხდომაზე – ლურსმანაშვილმა კანდელაკს ლექსით მიმართა

92

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი კანდელაკს ლექსით მიმართა. მისი თქმით, კანდელაკის გუშინდელი საქციელი სამარცხვინო იყო.

”არ შემიძლია არ გამოვეხმაურო გუშინ, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის მოქმედებას. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გამოვხატო. მძიმე არ მინდა იყოს ჩემი მხრიდან დამოკიდებულება იმის მიმართ, როგორც იგი იქცეოდა. ამიტომ, დიდი პოეტის, გალაკტიონის სიტყვებით შემიძლია ვუთხრა: „გაღატაკებულ პოზას, თუ გამოვაკლებთ ოზას, და მივუმატებთ უწუნს, მივიღებთ… გიორგი კანდელაკის გუშინდელ სამარცხვინო მოქმედებას”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.