LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ ფრენსის მაკდორმანდს დაკარგული „ოსკარი“ დაუბრუნა

155

„ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, ბოროტმოქმედმა „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში გამარჯვებულ ფრენსის მაკდორმანდს მიღებული ქანდაკება მოჰპარა. მსახიობმა დაკარგული ნივთი მალევე შენიშნა და სამართალდამცავებს მიმართა.

რამდენიმე საათში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც ვარსკვლავს „ოსკარი“ მოჰპარა. ბედნიერმა მსახიობმა მათ მადლობა გადაუხადა და „ფრენსისა და ოსკარის“ ბედნიერ შეხვედრაზე იხუმრა.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა  „ოსკარი“ ფილმში „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური” განსახიორებული მთავარი როლისთვის მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები