LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკის სკოლაში შეტანის უფლება არავის აქვს – მარიამ ჯაში

54

“არავის აქვს უფლება, პოლიტიკა შეიტანოს სკოლაში,” – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მასწავლებლის მიერ გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსწავლეები “ქართული ოცნების” დროშებით ხელში სასწავლო პროცესის დროს არიან გადაღებული.

“მე მუდმივ კონტაქტზე ვარ აჭარის განათლების მინისტრთან და დაწყებულია საქმის შესწავლა. რამდენადაც გავარკვიეთ, ეს პედაგოგი არ არის ოცნების აქტივისტი ან წევრი. დაწყებულია დისციპლინური საქმის წარმოება, სასჯელი შესაძლოა, იყოს გაფრთხილება ან სამსახურიდან გათავისუფლებაც კი,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა სკოლის დირექტორმაც.

მასწავლებელი, რომელმაც სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა, აცხადებს, რომ დროშები სკოლაში მოსწავლეებმა მიიტანეს და ფოტოს გადაღებაც მათ სთხოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები