LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარული ღირსშესანიშნაობების 9 ალტერნატიული ვარიანტი

341

მორიგი მოგზაურობის დაგეგმვისას, როცა პოპულარული ღირსშესანიშნაობების ფოტოებს ვათვალიერებთ, გვავიწყდება, რომ ულამაზესი ადგილები სინამდვილეში აბსოლუტურად განსხვავებულად გამოიყურება, საოცრად ძვირი ღირს და ყოველთვის ტურისტებითაა სავსე.

გთავაზობთ ცნობილი ადგილების 11 ალტერნატიულ ვარიანტს, სადაც მნახველიც ნაკლებია და ფასიც ხელმისაწვდომი, სილამაზით კი, არაფრით ჩამორჩება პოპულარულ “ორიგინალს”.

ვერსალი (საფრანგეთი) – ჰერენკიმზე (გერმანია)

რა თქმა უნდა, ყველა სასახლე განსაკუთრებულია, თუმცა მათ მაინც ბევრი აქვთ საერთო. მაგალითად, ჰერენკიმზე – ბავარიის მონარქის სააგარაკო რეზიდენცია, ზუსტად იმეორებს ვერსალის ინტერიერს, რადგან ლუდვიგ II-მ სასახლე საკუთარი კერპის, საფრანგეთის მეფის ლუდოვიკ XIV-ს პატივსაცემად ააგო. მართალია, “ორეული სასახლე” ნაკლები პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, მით უფრო, რომ მისი ნახვა, სულ რაღაც 8 ევროდ შეიძლება, მაშინ, როცა ვერსალის დათვარიელება 18 ევრო ღირს.

ამსტერდამი (ნიდერლანდები) – ჰამბურგი (გერმანია)

ამსტერდამის სტუმრობა ყველა მოგზაურის ოცნებაა. მაგალითად, შარშან ქალაქმა, რომლის მოსახლეობა მსოლოდ 850 ათას შეადგენს, 17 მლნ. ტურისტს უმასპინძლა. თუ ჩრდილოევროპული არქიტექტურა, ორიგინალური სახლები და არხები გიზიდავთ, მაშინ ჰამბურგში გაემგზავრეთ, რომლის ძველი ქალაქი ძალიან ჰგავს ნიდერლანდების დედაქალაქს. სხვათაშორის, ჰამბურგს მეტად საინტერესო – ფუტურისტული სტილში აშენებული ფილარმონიაც ამშვენებს.

კაპრი (იტალია) – ლიპარის კუნძულები (იტალია)

სიძვირის მიუხედავად, კაპრის ცნობილ კუნძულ-კურორტზე ყოველთვის მრავლად არიან ტურისტები, იქვე ახლოს, ლიპარის კუნძულებზე კი, დასვენებაც შედარებით ხელმისაწვდომია და პლაჟებიც ბევრად სუფთა და მოწესრიგებული, დამატებით ბონუსად კი, მოქმედი ვულკანები შეგიძლიათ ჩათვალოთ, რადგან მთელი არქიპელაგი ვულკანური წარმოშობისაა.

გეირანგერფიორდი (ნორვეგია) – კიონიგზეე (გერმანია)

გეირანგერფიორდმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი სილამაზით, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებულ ნორვეგიაში მოგზაურობა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა საშუალოდ 4 ევრო ღირს, ყველას არ გამოსდის. მშენიერი ალტერნატივაა გერმანული კიონიგზეეს ტბა, სადაც მშვიდად დასვენების პარალელურად მთიან ლანდშაფტშიც შეიძლება ეგზოტიკური ლაშქრობის მოწყობა.

ჰაუკადალურის გეიზერები (ისლანდია) – როტორუას გეიზერები (ახალი ზელანდია)

მართალია, გეიზერები ყოველთვის უძველეს და ძლევამოსილ ცივილიზაციებთან ასოცირდება, მაგრამ შეუძლებელია მისი სილამაზის სრულფასოვნად შეფასება ტურისტების ბრბოში. ისლანდიის მშვენიერი ალტერნატივაა გეიზერების ველი ახალ ზელანდიაში, რომელიც არც სილამაზით ჩამორჩება ევროპელ “ორიგინალს” არც ძლევამოსილებით. გარდა ამისა, ახალ ზელანდიაში მოქმედი ვულკანის ნახვა და თერმული წყლების აუზში გაჯანსაღებაც თავისუფლად შეიძლება.

ხეოფსის პირამიდა (ეგვიპტე) – მეროე (სუდანი)

ხეოფსის პირამიდის კომფორტულად დათვარიელება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაუსაძლის ეგვიპტურ სიცხეს და უამრავ ცნობისმოყვარეს, საკმაოდ ძვირი ბილეთის ფასიც ემატება. ბევრად მოხერხებულია მეროეში – სუდანის უძველეს ქალაქში მოგზაურობა, სადაც პირამიდებიც საკმარისია და უდაბნოს კოლორიტიც, ტურისტებსაც ნაკლებად შეხვდებით და ფასებიც მისაღებია.

კოლიზეუმი (იტალია) – ელ-ჯემის ამფითეატრი (ტუნისი)

თუ რომში მოგზაურობისას კოლიზეუმის ნახვა ვერ მოახერხეთ, გული არ გაიტეხოთ, რადგან გავლენისა და მასშტაბის გათვალისწინებით, რომის იმპერია მხოლოდ ერთ კონტინენტზე არ შემოიფარგლა მსგავსი ამფითეატრების აგებით. ანალოგიურ ნაგებობას წარმოადგენს ტუნისში, ელ-ჯემის ამფითეატრი, რომელიც კოლიზეუმთან შედარებით ბევრად უკეთ შემოინახა და ბილეთის ფასიც ბევრად იაფია. სხვათაშორის, სწორედ აქაა გადაღებული რიდლი სკოტის ცნობილი “გლადიატორი”.

პხუკეტი (ტაილანდი) – ფუკუოკი (ვიეტნამი)

თუ ერთხელ მაინც გიმოგზაურითა ტაილანდში, აუცილებლად მოგინდებათ უკან დაბრუნება, თუმცა, რა საჭირო მხოლოდ ტაილანდით შეზღუდვა, როცა იქვეა ნაკლებად ტურისტული და შედარებით ბიუჯეტიანი ვიეტნამი, სადაც სასტუმროში დაბინავება სულ რაღაც 50 ევრო ღირს. გარდა ამისა, ვიეტნამელები ბევრად სტუმართმოყვარეები არიან, ვიდრე ტაილანდელები და სიამოვნებით გაჩვენებენ მსოფლიოში ყველაზე გრძელ საბაგირო გზას.

ვენეციის არხები (იტალია) – კოლმარის არხები (საფრანგეთი)

ბევრი ოცნებობს ვენეციის სტუმრობას და ადგილობრივი გონდოლათი სეირნობას, თუმცა ყველას ავიწყდება, რომ ჯერ საკმაოდ გრძელ რიგში მოუწევს დგომა, მერე კი, ქალაქის სილამაზესთან ერთად სპეციუფიური არასასიამოვნო სუნით “დატკბობა”, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კოლმარი კი, ბევრად სუფთა ქალაქია და საკუთარი “პატარა ვენეციაც” აქვს, სადაც ტურისტიც ნაკლებია და ფასიც შედარებით მისაღები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები