LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერმა ახალი მეტროსადგურის მშენებლებს მადლობა გადაუხადა

61
მეტროსადგური ‘უნივერსიტეტი” პრემიერმინისტრმა, თბილისის მერთან და  მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გახსნა. პრემიერმა სამშენებლო კომპანიას და მშენებელ-ინჟინრებს მადლობა გადაუხადა.
“მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა. 2 ათაზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. აქ სრულად არის დაცული უახლესი თანამედროვე სტანდარტები. ამ სადგურის ამუშავება დღეში 15 000 ზე მეტ ადამიანს გაუადვილებს გადაადგილებას,” – განაცხადა კვირიკაშვილმა. 
ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეიდან მეტროსადგურ ვაჟა ფშაველას ორივე გვირაბი ამოქმედდება და სრული დატვირთვით იმუშავებს. 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები