LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი : ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე ისე, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია

47

პრეზიდენტის თქმით, ცხოვრების საუკეთესო წლები მიტინგზე გაატარა და ისე ახერხებდნენ ამის გაკეთებას, რომ „არავისთვის დაუშავებიათ რამე“. გიორგი მარგველაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
”მე არ ვარ გამომძიებელი და ბუნებრივია, მომხდარზე ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ როცა იწყება ძალადობა, იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება საქართველოში, რომ ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს. ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, უკლებლივ ყველა უნდა იყოს აღმოჩენილი, დაკავებული და სასჯელი უნდა იყოს სამაგალითო. ასეთი ვითარება, რომ მიტინგი უცებ გადაიზარდოს ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართული პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე. ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელმწიფოს ექნება ძალიან მკაცრი და ნათელი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები