LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი მეხანძრე-მაშველებს და მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის მადლობას უხდის

36

“დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზებისთვის, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არის,” – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს.

პრეზინეტმა მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს და მეზობელ ქვეყნებს დახმარებისთვის.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა,  ვუთხრა მეხანძრეებს-მაშველებს, ვინც ეს დღეებია, ხანძარს გმირულად ებრძვის. მობილიზებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, ასევე ჩართულია მეზობელი სახელმწიფოს რესურსები. მაღალი ხარსიხის კოორდინაციაა, პრემიერი და მინისტრები აქტიურად არიან ჩართულები,” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები