LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი რუსეთთან რაციონალური დიალოგის მომხრეა

68

მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არა მარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა.

“შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს წინააღმდეგ – ისინი ამბობენ, რომ მაინც დაგამარცხებთ, მოდით შეეჩვიეთ რეალობას, უარს თქვენს მიწაზე და მერე დავლაგდებით. ცდილობენ ჩვენს მორალურ გატეხვას მათ მიერ დანახული რეალობით. რუსეთთან რა პოლიტიკაც ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ ხელისუფლების მოსვლის დროს, ჩემი აზრით, არის სწორი. ჩვენ ვთავაზობთ რაციონალურ დიალოგს ,მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში. აქედან გამომდინარე, თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, იმიტომ, რომ სწორედ ასე მელაპარაკება მაგალითად პოლონეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი თუ საფრანგეთის პრეზიდენტი. ჩვენ სულ ვსაუბრობთ რუსული სახელმწიფოს “ძერჟავას” ინტერესებიდან გამომდინარე და არ ითარგმნება ეს “ძერჟავას“ ინტერესები ოჯახის ინტერესებამდე. არ მიდის „ძეეჟავას“ გაძლიერება მაცივრის ავსებამდე. ასე რომ, ჩვენ რუსეთს ვთავაზობთ ამ დიალოგს – რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და რანაირად აისახება ეს ინტერესი რუსეთის მოქალაქეებზე და ჩვენ კეთილმეზობლობას ვთავაზობთ იმ წუთიდან, რა წუთშიც დაბრუნდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები